LUKA2000SI

სამართლებრივი ინფორმაცია

მომსახურების პირობები და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი

1. ზოგადი დებულებები და მომწოდებელი

წინამდებარე პირობები არეგულირებს ვებ-გვერდ luka2000.com-ის მეშვეობით შეთავაზებული ციფრული და B2B პროგრამული სერვისებით სარგებლობას. მომსახურების მიმწოდებელია ინდ მეწარმე ლუკა გვენეტაძე (ს/კ 01019078183), შემდგომში წოდებული როგორც „მიმწოდებელი“.

სერვისის შეკვეთით ან გამოწერით დამკვეთი (იურიდიული ან ფიზიკური პირი) ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს.

2. მომსახურების აღწერა და მიწოდება

მიმწოდებელი ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტს, ვებ-სისტემების გამართვას, ციფრული ავტომატიზაციების დანერგვას, AI ასისტენტების ინტეგრაციასა და სისტემურ ტექნიკურ მხარდაჭერას.

სერვისის მიწოდება ხორციელდება სრულად დისტანციურად (ციფრული ფორმით) — კლიენტის პორტალზე წვდომის მინიჭებით, API ინტეგრაციით ან შეთანხმებული ტექნიკური ამოცანების შესრულებით.

3. ანგარიშსწორება

გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით ან ავტორიზებული საგადახდო სისტემების (მათ შორის Flitt / საბანკო ბარათების) მეშვეობით. ტარიფები და პირობები განსაზღვრულია ვებ-გვერდზე ან ინდივიდუალურ B2B ხელშეკრულებაში.

4. თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

გამომდინარე იქიდან, რომ შეთავაზებული სერვისები წარმოადგენს ინდივიდუალურ ტექნიკურ და ციფრულ მომსახურებას, რომლის გაწევა და საინჟინრო/სერვერული რესურსების ხარჯვა იწყება შეკვეთის გაფორმებისთანავე:

  • შესრულებული სამუშაო და საწყისი ინტეგრაცია: უკვე დაწყებული ან შესრულებული პროგრამული სამუშაოების, კონფიგურაციისა და საინჟინრო საათების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
  • გამოწერის გაუქმება: ყოველთვიური სააბონენტო პაკეტების გაუქმება დამკვეთს შეუძლია ნებისმიერ დროს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე. გაუქმების შემთხვევაში მომდევნო თვის თანხა აღარ ჩამოიჭრება.
  • პრეტენზიის განხილვა: თანხის დაბრუნების მოთხოვნა მიიღება სერვისის გააქტიურებიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის ვადაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა კრიტიკული ტექნიკური შეუსაბამობა, რომლის აღმოფხვრაც მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო დასაბუთებული შეტყობინებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება: პრეტენზიის ვალიდურობასა და თანხის დაბრუნების/კომპენსაციის საკითხს ტექნიკური აუდიტის საფუძველზე ერთპიროვნულად აფასებს და წყვეტს მიმწოდებელი.
  • მესამე მხარის ხარჯები: მესამე მხარის პროვაიდერების (AI API ტოკენები, სერვერული ინფრასტრუქტურა, სატრანზაქციო საკომისიოები) ხარჯები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. კონტაქტი

სამართლებრივ საკითხებთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: luka@luka2000.com / lukagvenetadze04@gmail.com
ტელეფონი: +995 599 47 99 53
მისამართი: თბილისი, საქართველო